თავში

ქვეყნები, სადაც უცხოელს მოხვედრა ყოველგვარი პირობის გარეშე შეუძლია

​ქვეყნები, სადაც უცხოელს მოხვედრა ყოველგვარი პირობის გარეშე შეუძლია
ქვეყნები, სადაც უცხოელს მოხვედრა ყოველგვარი პირობის გარეშე შეუძლია

კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელ ტურისტებს ყოველგვარი პირობისა და შეზღუდვის გარეშე მხოლოდ 5 ქვეყანაში შეუძლია. ესაა: ალბანეთი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ტანზანია, კოსტა რიკა და ჩრდილოეთ მაკედონია. ამის შესახებ მსოფლიო მსოფლიო ტურიზმის (UNWTO) ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თებერვლისთვის უცხოელებისთვის 69 ქვეყანა დაიხურა. კიდევ 73 ქვეყანამ საზღვრები ნაწილობრივ ჩაკეტა. ამასთან, 70 ქვეყანა ჩამომსვლელებისგან კარანტინს ან COVID-19-ზე უარყოფით ტესტს ითხოვს.

UNWTO ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო ქვეყნები იძულებულები გახდნენ, უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები მიეღოთ.

"ახლა, როდესაც ტურიზმის აღდგენაზე ვმუშაობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ შეზღუდვები პრობლემის მოგვარების მხოლოდ ნაწილია. შეზღუდვების შემოღება ბოლო მონაცემებსა და ანალიზებს უნდა ეყრდნობოდეს და მუდმივად მოწმდებოდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი რესტარტი იმ სექტორისა, რომელზეც მილიონობით საწარმო და მუშაკია დამოკიდებული", - განაცხადა UNWTO-ს ხელმძღვანელმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system