თავში

კვიპროსმა უცხოელი ტურისტებისათვის საზღვარი ჩაკეტა

კვიპროსმა უცხოელი ტურისტებისათვის საზღვარი ჩაკეტა
კვიპროსმა უცხოელი ტურისტებისათვის საზღვარი ჩაკეტა

კვიპროსის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კოროვირუსის, COVID-19- ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უცხოელი მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლა აკრძალა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა.

კვიპროსში დადასტურებულია ახალი კოროვირუსით ინფიცირების 21 შემთხვევა.

”დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ევროპა არის პანდემიის ცენტრი. დროებით უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის ქვეყანაში შემოსვლა იკრძალება, რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

15 მარტიდან 15 დღის განმავლობაში კვიპროსის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველა პირს, გარდა: კვიპროსის მოქალაქეებისა; კვიპროსის რესპუბლიკის ლეგალური რეზიდენტებისა; კვიპროსში მომუშავე ევროპის ქვეყნების მოქალაქეების, დიპლომატიურ წარმომადგენლების, ევროპის ან მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა, ვინც გადაუდებელ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ ან სწავლობენ. 

ანასტასიადესის თქმით, გამოცხადებული ზომები არ იმოქმედებს ქვეყნის სავაჭრო საქმიანობაზე, ვინაიდან საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე შეზღუდვები არ დაწესდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system