თავში

კვიპროსში ბავშვებს 12 წლიდან აცრიან

კვიპროსში ბავშვებს 12 წლიდან აცრიან
კვიპროსში ბავშვებს 12 წლიდან აცრიან

კვიპროსში, 12-15 წლის ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

„ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომლითაც ახალი აგრესიული შტამების გაჩენა შეგვიძლია შევაჩეროთ“, - აღნიშნა კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კვიპროსში კორონავირუსის 100 784 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 416 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

12-15 წლის ბავშვების ვაქცინაციისთვის რიგ ქვეყნებში Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები გამოიყენება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system