თავში

კვლევის თანახმად, აფრიკული ძროხა კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი აღმოჩნდა

კვლევის თანახმად, აფრიკული ძროხა კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი აღმოჩნდა
კვლევის თანახმად, აფრიკული ძროხა კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი აღმოჩნდა

ახალი კვლევის შედეგად, რომელიც კენია-ეთიოპიის მეცხოველეობის საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა (ILRI) სამხრეთ კორეის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის რიგ ინსტიტუტებთან პარტნიორობით ჩაატარა, დაადგინა, რომ აფრიკული პირუტყვი კლიმატის ცვლილების მიმართ უფრო მდგრადია, ვიდრე ევროპული და ამერიკული ჯიშები.

მეცნიერებმა, აფრიკის სხვადასხვა რეგიონიდან 172 პირუტყვის გენეტიკური მასალა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ბოლო ათასი წლის განმავლობაში აფრიკული ჯიშის ძროხებმა უნიკალური თვისებები შეიძინეს, რაც მათ უმძიმესი პირობების ადაპტაციაში ეხმარებათ.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ კვლევა დაგვეხმარება ახალი თაობის აფრიკული პირუტყვის გასამრავლებლად, რომელსაც გააჩნია ევროპული და ამერიკული პირუტყვის მრავალი თვისება, რომლებიც უფრო მეტ რძესა და ხორცს იძლევა", - განაცხადა ერთ-ერთმა მეცნიერმა.

მეცნიერები აფრიკაში მყოფ სელექციონერებს მადლობას უხდიან იმ ღირებული მონაცემებისთვის, რომლებიც კვლევით ცენტრებს დაუტოვეს. ამით ისინი აფრიკაში მეცხოველეობის დაბალანსებას შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system