თავში

კვლევის თანახმად, დიდი ბარძაყისა და თეძოს მქონე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ - PHOTO

კვლევის თანახმად, დიდი ბარძაყისა და თეძოს მქონე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ - PHOTO
კვლევის თანახმად, დიდი ბარძაყისა და თეძოს მქონე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ - PHOTO

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის ბოლო დასკვნაში აღნიშნულია, რომ დიდი ზომის ბარძაყისა და თეძოს მქონე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ამის შესახებ Mirror წერს.

კვლევის ავტორების თქმით, ხალხმა ყურადღება წელის სისქეს და სხეულის მასის ინდექსს უნდა მიაქციოს.

72 კვლევაში მონაწილეობა 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთა ასაკიც 3-დან 24-წლამდე მერყეობდა.

მკვლევართა აზრით, ცხიმი მუცლის არეში, შესაძლოა, უფრო პრობლემური იყოს, ვიდრე სხეულის სხვა უბნებში.

"მუცლის ცხიმი არის ცხიმი, რომელიც მუცლის ღრუს ორგანოების გარშემო ინახება და მისი ჭარბი რაოდენობა უკავშირდება მაღალ ქოლესტერინს, არტერიულ წნევას, გულის დაავადებებს, დიაბეტს და ინსულტს, ამიტომ მუცლის ცხიმის არსებობამ შეიძლება სიკვდილის რისკი გაზარდოს", - განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა.

მკვლევართა აზრით, წელის გარშემოწერილობის ყოველი 10 სმ-ით ზრდა სიკვდილიანობის 11%-ით ზრდასთან ასოცირდება.  თეძოს ცხიმი სასარგებლოდ მიიჩნევა, ხოლო ბარძაყის ზომა კუნთის ოდენობის მაჩვენებელია.

მკვლევართა გუნდი ერთხმად აღიარებს, რომ ხალხმა უფრო მეტად წელის ზომის მომატებაზე უნდა ინერვიულოს, ვიდრე მხოლოდ სხეულის წონაზე, ან სხვა სხეულის ნაწილების ზომაში გაზრდაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system