თავში

ლა-მანშის სრუტეში დაკარგული ჩვილის ძებნა უშედეგოდ დასრულდა - PHOTO

​ლა-მანშის სრუტეში დაკარგული ჩვილის ძებნა უშედეგოდ დასრულდა
ლა-მანშის სრუტეში დაკარგული ჩვილის ძებნა უშედეგოდ დასრულდა - PHOTO

ირანიდან საფრანგეთში დევნილი ახალგაზრდა ოჯახი სამი შვილით ლა-მანშის სრუტეში დაიღუპა. ირანულ რეჟიმს გამოქცეული 35 წლის ირანელი ქურთები რასულ ირან-ნეჯადი და შივა მაჰამად ფანაჰი საფრანგეთის დევნილთა ბანაკში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. საფრანგეთიდან მათ დიდი ბრიტანეთში გადაწყვიტეს გადასვლა. მიგრანტთა ნავი, რომელშიც ამ ოჯახის გარდა კიდევ 14 ადამიანი იჯდა, გადაბრუნდა. ნავში მჯდომი ყველა პირი გადარჩა, ირანელი ქურთების ოჯახის გარდა. მაშველებმა მშობლების და ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედრები ნახეს, თუმცა მესამე წლინახევრის ბიჭის ძებნა უშედეგოდ დასრულდა. ინფორმაციას Daily Telegraph ავრცელებს.   

 

ახლობლების განცხადებით, დევნილებმა ბრიტანეთში არალეგალურად გადასასვლელად დიდი ფული გადაიხადეს. პოლიცია გადარჩენილ 14 მიგრანტის დაკითხავს. მიმდინარეობს გამოძიება.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ფრანგული მხარე დევნილთა მიგრაციის პრევენციის მიზნით არასათანადო ზომების მიღებაში დაადანაშაულა. ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მომხდარის გამოძიებაში დახმარების ინიციატივა გამოთქვა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა საფრანგეთსაც და დიდ ბრიტანეთსაც დევნილთა ბანაკებში უკეთესი პირობების შექმნისა და უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდეს, რომ ლა-მანშის სრუტე "ბავშვების სასაფლაოდ" არ იქცეს. 

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ლა-მანშის სრუტით დიდი ბრიტანეთში გადასვლა 6200 მიგრანტმა სცადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system