თავში

ლაოსსა და ტაილანდში მიწისძვრა მოხდა

​ლაოსსა და ტაილანდში მიწისძვრა მოხდა
ლაოსსა და ტაილანდში მიწისძვრა მოხდა

ლაოსსა და ტაილანდში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

ლაოსში მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 6,0 შეადგინა. ეპიცენტრი დედაქალაქ ვიენტიანიდან 219 კილომეტრში დაფიქსირდა.

6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა ტაილანდის ჩრდილოეთით მოხდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი 10 კმ-ს სიღრმეში მდებარეობდა.

ინფორმაცია დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system