თავში

ლარნაკას რაიონში ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ლარნაკას რაიონში ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ლარნაკას რაიონში ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

კვიპროსზე ხანძარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კვიპროსზე, ტროოდოსის მთის მასივზე, უკვე მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ხანძარმა, რომელსაც ძლიერი ქარიც უწყობს ხელს, კვიპროსის 10 რაიონში, 50 კვადრატული კილომეტრი ფართობი დააზარალა.

გასულ დღეს, ლარნაკას რაიონში, სოფელ ოდოუში ხანძრის გამო გარდაცვლილი ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სავარაუდოდ ეგვიპტის მოქალაქეები არიან.

ტროოდოსის მთის მასივზე გაჩენილი ხანძარი ყველაზე ძლიერია კვიპროსის ისტორიის განმავლობაში.  ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საბერძნეთიდან და იტალიიდან კვიპროსის ხანძრის ქრობაში სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთნენ. 

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system