თავში

ლარს ფონ ტრიერი "სამეფოს" ახალ სეზონს გადაიღებს

​ლარს ფონ ტრიერი "სამეფოს" ახალ სეზონს გადაიღებს
ლარს ფონ ტრიერი სამეფოს ახალ სეზონს გადაიღებს

რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი საშინელებათა ჟანრის სერიალის "სამეფო" მესამე და ფინალურ სეზონს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline წერს.

სერიალის "სამეფო" პირველი სეზონი ტრიერმა ჯერ კიდევ 1994 წელს გადაიღო, გაგრძელება კი ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა. მესამე სეზონის გადაღება მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის მთავარი მსახიობების გარდაცვალების გამო, გადაიდო.

სერიალის ახალი სეზონის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. პროდიუსერებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ ზოგიერთი პერსონაჟი იგივე დარჩება, მაგრამ გამოჩნდება ახალი პერსონაჟებიც.

ახალი სეზონი ხუთი ეპიზოდისგან შედგება. სცენარი, წინა ორი ნაწილის მსგავსად, თავად ტრიერმა ნილს ვორსელთან ერთად დაწერა.

შეგახსენებთ, რომ სერიალის მოქმედება კოპენჰაგენის სამეფო ჰოსპიტალში, სადაც უცნაური, მისტიკური მოვლენები ხდება, პერსონაჟები კი პარანორმალური მოვლენებს აწყდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system