თავში

ლას-ვეგასში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ველოსიპედისტი დაიღუპა

​ლას-ვეგასში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ველოსიპედისტი და
ლას-ვეგასში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ველოსიპედისტი დაიღუპა

ლას-ვეგასის ერთ-ერთ რაიონში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ველოსიპედისტი დაიღუპა, კიდევ 4 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა USA Today ავრცელებს.

20 ველოსიპედისტი, რომელიც ორგანიზებული სეირნობის მონაწილე იყო, თანმხლებ მანქანასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ჯგუფში სატვირთო მანქანა შევარდა.

ინციდენტის შედეგად 4 მამაკაცი და 1 ქალი ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დაშავებულთა შორის სატვირთო მანქანის მძღოლიცაა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ინციდენტის მიზეზი. მედიის ცნობით მძღოლი არც ნარკოტიკების, არც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system