თავში

ლასე ჰალსტრემი ჰილმას აფ კლინტზე ფილმს გადაიღებს

ლასე ჰალსტრემი ჰილმას აფ კლინტზე ფილმს გადაიღებს
ლასე ჰალსტრემი ჰილმას აფ კლინტზე ფილმს გადაიღებს
© deadline.com

შვედი რეჟისორი ლასე ჰალსტრემი, რომელიც ცნობილია თავისი ფილმებით What's Eating Gilbert Grape, The Cider House Rules და Hachi: A Dog's Tale, იმუშავებს ბიოგრაფიულ ფილმზე მისი თანამემამულე მხატვრის ჰილმას აფ კლინტის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Deadline ავრცელებს.

ცნობილია, რომ ჰილმას აფ კლინტმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო აბსტრაქტული მხატვრობის შექმნა.

ოსკარზე ნომინირებული ლენა ოლინი და ტორა ჰალსტრემი, ლასეს ქალიშვილი სხვადასხვა ასაკში ითამაშებენ კლინტს.

"სამი წლის განმავლობაში ვცდილობდი ამომეხსნა ჰილმას კლინტის საიდუმლო. ეს არის ისტორია კაცობრიობისა და სამყაროს შესახებ, სიმართლის დაუნდობელი ძიების შესახებ იმ დროს, როდესაც ყველა წესი დადგენილია ხალხის მიერ. მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ჰილმა შექმნა ხელოვნება, რომელიც დღესაც მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე", - განაცხადა კინორეჟისორმა.

ბიოგრაფიული ფილმი, სახელად "ჰილმა" 2022 წელს გამოვა. მისი ნახვა შესაძლებელი იქნება Viaplay სტრიმინგ სერვისზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system