თავში

ლათინური ამერიკის ქვეყანებში 14 მილიონ ადმიანს შიმშილი ემუქრება

ლათინური ამერიკის ქვეყანებში 14 მილიონ ადმიანს შიმშილი ემუქრება
ლათინური ამერიკის ქვეყანებში 14 მილიონ ადმიანს შიმშილი ემუქრება

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელობის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შედეგად, მიმდინარე წელს ლათინური ამერიკის ქვეყნებსა და კარიბის კუნძულებზე, 14 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი ემუქრება.

განსაკუთრებით დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება ჰაიტი აღმოჩნდეს, სადაც 700 000 ადამიანი უკვე ისედაც შიმშილობს. მათი რიცხვი შეიძლება 1 600 000-მდე გაიზარდოს. რისკის ქვეშ არიან კოლუმბიაში მცხოვრები ვენესუელელი მიგრანტები, ეკვადორი და პერუ.

გაერო-ს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის ხელმძღვანელის მიგელ ბარეტოს განცხადებით, რისკის ქვეშ მყოფი 11 ქვეყნის მოსახლების დახმარება დროულად უნდა მოხდეს, რომ კრონავირუსის პანდემია შიმშილის პანდემიად არ იქცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system