თავში

ლატვიაში ექიმების მობილიზაციას გამოაცხადებენ

​ლატვიაში ექიმების მობილიზაციას გამოაცხადებენ
ლატვიაში ექიმების მობილიზაციას გამოაცხადებენ

ლატვიის ჯანდაცვის სამინისტრო 29 ოქტომბერს მთავრობას მიმართავს, რათა ქვეყანაში COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციის ფონზე ექიმების მობილიზაცია გამოაცხადოს. ინფორმაციას სააგენტო Leta ავრცელებს.

"მობილიზაცია სახელმწიფოსთვის საფრთხის პრევენციის მიზნით სამხედრო და სამოქალაქო დაცვის ეროვნული ზომების მიზანმიმართულ დაგეგმვასა და მომზადებას ნიშნავს", - აღნიშნა ლატვიის საგანგებო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა, დიტა ჰეიბერგმა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პროგნოზით, მობილიზაციის ბრძანება 2 ნოემბერს იქნება გაცემული. ჯანდაცვის მინისტრის, დანიელს პავლუცის თქმით, მობილიზებული ექიმები ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ.

ამასთან, მისი თქმით, მობილიზაციას დაექვემდებარებიან კერძო სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებიც და ის მედმუშაკები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში არ მუშაობენ. იმ პირების მიმართ კი, ვინც მობილიზაციის ბრძანებას არ დაექვემდებარებიან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება. 

ბოლო დღე-ღამეში ლატვიაში კორონავირუსის 3206 შემთხვევაში გამოვლინდა, რაც პანდემიის პერიოდში რეკორდული მაჩვენებელი გახდა. აქედან 2314 ადამიანი აუცრელი იყო, 892 კი ვაქცინირებული. 33 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის კვირის მაჩვენებელი 12,9%-ს შეადგენს.

ჯამში, პანდემიის დაწყებიდან ლატვიაში კორონავირუსის 208 783 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსით ინფიცირების შეთხვევების მატების გამო, 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ლატვიაში "ლოქდაუნი" ამოქმედდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system