თავში

ლატვიაში პატიმრებს ოჯახის წევრებს დაკრძალვაზე დასწრების ნება დართეს

​ლატვიაში პატიმრებს ოჯახის წევრებს დაკრძალვაზე დასწრების ნება დართეს
ლატვიაში პატიმრებს ოჯახის წევრებს დაკრძალვაზე დასწრების ნება დართეს

ლატვიაში პატიმრებს და მათ შორის განსაკუთრებით საშიში დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებს საკუთარი ოჯახის წევრების დაკრძალვაზე დასწრების საშუალებას მისცემენ. მანამდე მსგავსი რამ ლატვიაში აკრძალული იყო. გადაწყვეტილება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთი პატიმრის მიმართვის საფუძველზე მიიღო. 

დამნაშავემ დედის დაკრძალვაზე დასწრება ითხოვა და ამის ნება არ მისცეს. ამის შემდეგ პატიმარმა სარჩელი აღძრა, სადაც აცხადებდა, რომ მისთვის დედის დაკრძალვაზე უარის თქმით დაირღვა მისი პირადი ცხოვრების უფლება. გადაწყვეტილების თანახმად, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს დაკრძალვაზე დასწრება სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ერთად შეეძლებათ.

მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ჰუმანური გადაწყვეტილებისა, აქვე არსებობს ერთი დათქმაც. ამ უფლებით ვერ ისარგებლებენ პატიმრები, რომლებიც საზოგადოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. შესაბამისად, საპატიმროების ხელმძღვანელობა თითოეული მსჯავრდებულის მიმართვას ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system