თავში

ლატვიის პარლამენტის წევრებს, ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში, ხელფასები გაეყინებათ

ლატვიის პარლამენტის წევრებს, ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში, ხელ
ლატვიის პარლამენტის წევრებს, ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში, ხელფასები გაეყინებათ

ლატვიაში ქვეყნის პარლამენტის სამ წევრს კენჭისყრაში მონაწილეობა აუკრძალეს, რადგან მათ უარი განაცხადეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე.

არსებული შეზღუდვების მიხედვით, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღება პარლამენტის მხოლოდ იმ წევრებს შეუძლიათ, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს ვაქცინაცია ან COVID-19  ახლახან გადაიტანეს.

გამონაკლისი მხოლოდ იმ პარლამენტის წევრებისთვის დაიშვება, რომლებიც იმუნიზაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებენ, თუმცა ვალდებულნი არიან, რეგულარულად ჩაიტარონ „პისიარ ტესტირება“. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა გასულ თვეს მიიღო.

ამასთან, არსებული რეგულაციების თანახმად, პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც ვაქცინაციას მიზანმიმართულად არ იტარებენ, ხელფასები იმუნიზაციამდე გაეყინებათ. მსგავსი შეზღუდვა პარლამენტის წევრებისთვის ავსტრალიის ვიქტორიის შტატშიც დაწესდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system