
ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა. ამისი შესახებ მისმა პრესმდივანმა, აივა როზენბერგამ განაცხადა.
"მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაინფიცირდა და COVID-19 დაამარცხა, მან განმეორებითი ტესტი გაიკეთა და ის უარყოფითი აღმოჩნდა“, - განაცხადა როზენბერგამ.
მისი თქმით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა ესტონეთის ახალ პრეზიდენტთან, ალარ კარისთან შეხვედრის წინ COVID-19-ზე სწრაფი ტესტი ჩაატარა და დადასტურდა, რომ მას კორონავირუსი აქვს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.