თავში

ლავროვი ჩინეთს იცავს: COVID-19-ის გამო პრეტენზიები დაუშვებელია

ლავროვი ჩინეთს იცავს: COVID-19-ის გამო პრეტენზიები დაუშვებელია
ლავროვი ჩინეთს იცავს: COVID-19-ის გამო პრეტენზიები დაუშვებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ჩინეთის მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ეს დაუშვებელია.

„როდესაც ჩვენ გვესმის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ჩინეთმა ყველას ვალი უნდა დაუბრუნოს იმის გამო, რომ ეს ინფექცია გავრცელდა და თითქოს, ვიღაცამ ვიღაცას დროულად არ შეატყობინა, ეს წესიერების ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ლონდონში უკვე ისმის განცხადებები, თითქოს ვიღაცამ დათვალა და ჩინეთმა ევროკავშირს 3 მილიარდ 700 მილიონი დოლარი, თუ ევრო უნდა გადაუხადოს იმ ზარალისთვის, რომელიც მას პანდემიით მიადგა. ვიღაც გამოდის იდეით, რომ უცხოეთში არსებული ჩინეთის საკუთრების კონფისკაცია მოხდეს, თუ ჩინეთი კომპენსაციას არ გადაიხდის. ეს ყოვლად დაუშვებელია“, - განაცხადა ლავროვმა.

მსოფლიო თანამეგობრობა სულ უფრო და უფრო მეტ კითხვას სვამს იმასთან დაკავშირებით, რამდენად დროულად და სწორად მიაწოდა ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სამყაროს ინფორმაცია და დროული ინფორმირების პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა პანდემიის ასეთი მასშტაბების თავიდან აცილება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არა ერთხელ გამოთქვა საყვედური ჩინეთის ხელისუფლების მისამართით, რომ კომუნისტურმა რეჟიმმა დამალა ინფექციის გავრცელების რეალური სურათი და მსოფლიოს ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system