თავში

ლავროვი: ლიბია "მეორე სირიად" ჯერ არ იქცა

​ლავროვი: ლიბია "მეორე სირიად" ჯერ არ იქცა
ლავროვი: ლიბია მეორე სირიად ჯერ არ იქცა

ლიბია, რომლის სახელმწიფოებრიობა 9 წლის წინ NATO-მ დაბომბა, აღდგენა ვერ მოახერხა და ამ კუთხით "მეორე სირიად" ჯერ არ იქცა, - ამის შესახებ ლიბიის საკითხზე მოლაპარაკების კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ლიბია რომ მეორე სირია გამხდარიყო, ვფიქრობ, ლიბიელები მოგებული იქნებოდნენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთს სურს, რომ ევროპული და ლიბიის მეზობელი ქვეყნების ძალისხმევა გაერთიანდეს, რათა კონფლიქტის მხარეებმა იქ მოლაპარაკებები დაიწყონ და აღარ გაგრძელდეს ძალისმიერი მეთოდების გამოყენება.

ლიბიის ნაციონალური არმიის ხელმძღვანელსა და ტრიპოლის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო გარიგება ვერ შედგა.

მოსკოვში მოლაპარაკებები ლიბიის კონფლიქტის ორ ლიდერს შორის, ფაიზ სარაჯისა და და ხალიფა ჰაფტარს შორის ორშაბათს გაიმართა. დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები.

2011 წელს მუამარ კადაფის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ ლიბიაში 2 მმართველობა ჩამოყალიბდა. დედაქალაქ ტრიპოლსა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა აკონტროლებს, რომელსაც მხარს გაერო და საერთაშორისო კოალიცია უჭერს. კონფლიქტის მეორე მხარეს ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფტარი წარმოადგენს. მას მხარს უჭერს - რუსეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system