თავში

ლედი გაგა თვითიზოლაციაშია

ლედი გაგა თვითიზოლაციაშია
ლედი გაგა თვითიზოლაციაშია

ამერიკელი პოპ მომღერალი ლედი გაგა კორონავირუსის ინფექციისაგან თავდაცვის მიზნით თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც გაგამ აღნიშნა, მან ეს გადაწყვეტილება ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომღერალმა Instagram-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

"ექიმებსა და მეცნიერებს გავესაუბრე. ვიცი, ადვილი არ არის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, მოვერიდოთ 65 წლის ასაკს გადაცილებულ პირებთან კონტაქტს და ჯგუფურ შეკრებებს, ამისათვის თვითიზოლაცია საუკეთესო გამოსავალია. ახლა ყველაზე მეტად ჩემი მშობლების და ბებიების ნახვა მინდა, მაგრამ ვიცი ასე უფრო უსაფრთხოა, რადგან თუ ინფიცირებული ვარ მათ არაფერი გადავდო. დროს სახლში, საკუთარ ძაღლებთან ერთად გავატარებ. მსოფლიო - მე შენ მიყვარხარ და ვიცი, ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით. ღმერთს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ლედი გაგა Instagram-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system