თავში

ლეგენდარულ პიანისტს "ჯადოსნური ხელთათმანების" წყალობით მუსიკის დაკვრა შეუძლია - VIDEO

ლეგენდარულ პიანისტს "ჯადოსნური ხელთათმანების" წყალობით მუსიკის დაკვრა შეუძლია - VIDEO
ლეგენდარულ პიანისტს ჯადოსნური ხელთათმანების წყალობით მუსიკის დაკვრა შეუძლია - VIDEO

ბრაზილიელმა ლეგენდარულმა პიანისტმა, ჟუან კარლოს მარტინსმა "ჯადოსნური ხელთათმანების", ბიონიკური პროთეზების წყალობით, პიანინოზე დაკვრა კვლავ შეძლო. ამის შესახებ New York Post წერს.

"რაც პიანინოზე დაკვრა აღარ შემეძლო თითქოს გვამი ვიყავი", - განაცხადა მარტინსმა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, 80 წლის პიანისტის ემოციური სახე, თუ როგორ შეიგრძნობს მუსიკას და როგორი ბედნიერია იგი.

პროთეზი ჩვეულებრივ ხელთათმანს ჰგავს და ინდუსტრიული დიზაინერის, უბირატან ბიზარო კოსტას შექმნილია. ის შექმნილია სპეციალური ტექნოლოგიით, რომელიც ხშირად ხერხემლის დაზიანების დროს გამოიყენება.

"ჯადოსნური" ხელთათმანები" მარტინსის თითებს ზევით წევს. ის კლავიშებს აჭერს, ხოლო სპეციალური ფირფიტები მის თითებს ნორმალურ პოზიციას უბრუნებს", - ნათქვამია დიზაინერის მიერ.

ცნობილია, რომ მარტინსმა დიდ წარმატებას იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოების შესრულების შემდეგ მიაღწია. პიანისტს 2000 წლებში თავს დაესხნენ და მის ხელებს ტრავმა მიაყენეს, რის გამოც მან დაკვრა ვეღარ შეძლო, ამიტომ ის დირიჟორად მუშაობდა.

ახლა მას დიდი იმედი აქვს, რომ 60 წლის შემდეგ პირველად 2021 წელს ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში დაუკრავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system