თავში

ლეგენდარული სტუდია MGM იყიდება

​ლეგენდარული სტუდია MGM იყიდება
ლეგენდარული სტუდია MGM იყიდება

კომპანია MGM Holdings Inc.-ის მენეჯმენტი კინოსტუდიის Metro-Goldwyn-Mayer გაყიდვას აპირებს. ინფორმაციას ამის შესხებ The Wall Street Journal ავრცელებს.

მისი ცნობით, ჰოლდინგმა გაყიდვების ოფიციალური პროცესი უკვე დაიწყო და კონსულტაციებისთვის ბანკებს, Morgan Stanley-სა და LionTree LLC-ს უკვე მიმართა. სტუდიის საწყისი ღირებულება, ვალთან ერთად, 5,5 მილიარდი დოლარია.

The Wall Street Journal წერს, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის ფონზე კინოგაქირავების "სრულ პარალიჩს" უკავშირდება. კინოთეატრების დახურვის გამო, სტუდიას არ შეუძლია, გამოუშვას მისი ბოლო მაღალბიუჯეტიანი პროექტი - ახალი ფილმი ჯეიმს ბონდის შესახებ "სიკვდილის დრო არ არის".

ექსპერტების თქმით, სტუდიამ, შესაძლოა, ონლაინ სერვისების კომპანიები - Apple ან Amazon დააინტერესოს. ახალი მფლობელი სტუდიასთან ერთად უმდიდრეს ფილმოტეკასაც მიიღებს, რომელიც 4 ათასზე მეტ ფილმსა და სატელევიზიო გადაცემების 17 ათას საათს აერთიანებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system