თავში

ლიბანის პატრიარქი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

ლიბანის პატრიარქი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს
ლიბანის პატრიარქი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

ლიბანის პატრიარქმა, ბეშარა ბუტროს ალ-რაიმ მინისტრთა კაბინეტს გადადგომისაკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გამოცემის ცნობით, პატრიარქის განცხადებით, მთავრობას არ შეუძლია საკუთარი მმართველობის გამოსწორება და ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული კრიზისის თავიდან აცილება.

შეგახსენებთ, 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მასშტაბური აფეთქება მოხდა. ლიბანის დედაქალაქში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.

აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 158-ს შეადგენს, ხოლო 60 ადამიანზე მეტი ამ დრომდე უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება. აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 6,000-ს აჭარბებს.

შეგახსენებთ, ლიბანში მომხდარ მასშტაბურ აფეთქებას ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 728-მდე გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system