თავში

ლიბანის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

ლიბანის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა
ლიბანის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მუსტაფა ადიბი თანამდებობიდან გადადგა. ყოფილმა პრემიერმა თანამდებობის დატოვების მიზეზად პოლიტიკური ბლოკების მიერ მისი მოთხოვნის შეუსრულებლობა დაასახელა. ადიბი ითხოვდა, რომ მთავრობის ფორმირების პროცესი პოლიტიზირების გარეშე განხორციელებულიყო. 

ამავე დროს, ადიბმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივა "უნდა გაგრძელდეს".

ადიბი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აგვისტოს ბოლოს დაინიშნა, თუმცა მან ახალი კაბინეტის წარდგენა ვერ შეძლო.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პირობის თანახმად, ლიბანში ახალი მთავრობა 14 სექტემბრამდე უნდა წარდგენილიყო. ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მაკრონმა პირობა დადო, რომ ოქტომბერში პარიზში ლიბანის დასახმარებლად კონფერენციას გამართავდა. 

პარიზმა განაცხადა, რომ რეალური რეფორმების არარსებობის შემთხვევაში, საფრანგეთი უარს იტყვის შუამავლობის მისიაზე და არ დაარწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება აღმოუჩინოს ლიბანს. უფრო მეტიც, საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, ლიბანელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

მაკრონის თქმით, ის ლიბანის ლიდერებისგან პასუხისმგებლიან ნაბიჯებს ელოდება, რამაც კორუფციისა და უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგარი ქვეყანა უმძიმესი კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system