თავში

ლიბანის ციხიდან 60-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

ლიბანის ციხიდან 60-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
ლიბანის ციხიდან 60-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

ლიბანის ციხიდან 60-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. სამართალდამცავებმა გაქცევის დროს 5 მათგანი მოკლეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, პატიმრები ბააბდას რაიონის ციხიდან გამთენიისას, საკნის კარების გატეხვის შემდეგ გაიქცნენ.

უსაფრთხოების ძალებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ სულ 69 პატიმარმა გაიქცა, უსაფრთხოების ძალებმა რვა მათგანი დაიჭირეს. 

ლიბანში პატიმრების დროებითი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები აპრილის თვეში დაიწყო. დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ციხეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები დაცული არ იყო.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system