
ლიბანში 30-ზე მეტი პირი დააკავეს. მათ ახალი წლის ღამით სროლა ედებათ ბრალად, რამაც ადამიანის დაშავება და 3 თვითმფრინავის დაზიანება გამოიწვია.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა არ გაითვალისწინეს უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილება საზოგადობრივი წესრიგთან დაკავშირებით, ისროდნენ ჰაერში, რის გამოც 34 ადამიანი დააკავეს.
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე აცნობეს.
მანამდე ლიბანში ბრმა ტყვიით სირიელი დევნილი გოგონა დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი იყო.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი