თავში

ლიბიაში აშშ-ს საჰაერო იერიშის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" 11 წევრი დაიღუპა

ლიბიაში აშშ-ს საჰაერო იერიშის
ლიბიაში აშშ-ს საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური სახელმწიფოს 11 წევრი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიბიაში, ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებებზე საჰაერო იერიში მიიტანა. სამხედრო ოპერაციის შედეგად 11 ექსტრემისტი დაიღუპა. ჩრდილოაფრიკულ სახელმწიფოზე იერიში აშშ-მა წელს პირველად განაახლა. მიმდინარე კვირაში ეს რიგით მეორე საჰაერო შეტევა იყო.

ოპერაციების ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ უილიამ გეილერის განცხადებით, საჰაერო შეტევა ქალაქ მურზიკის მიდამოებში, დედაქალაქ ტრიპოლიდან 800 კილომეტრში განხორციელდა.

ისლამისტმა ექსტრემისტებმა თავიანთი აქტივობები ლიბიაში 2011 წლის სახალხო მღელვარების შემდეგ შექმნილი ქაოსის ფონზე განაახლეს.

ლიბიაში 2011 წლის თებერვალში დაწყებული „არაბული გაზაფხული“ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელიც მუამარ კადაფის მკვლელობითა და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system