თავში

ლიბიაში ფულის გადამზიდავი ვერტმფრენი ჩამოვარდა

​ლიბიაში ფულის გადამზიდავი ვერტმფრენი ჩამოვარდა
ლიბიაში ფულის გადამზიდავი ვერტმფრენი ჩამოვარდა

ლიბიაში, ტრიპოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 65 კილომეტრში, ქალაქ ტარჰუნას სტადიონზე დაშვებისას ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელსაც დიდი რაოდენობით თანხა გადაჰქონდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Akşam იუწყება.

"ლიბიაში ვერტმფრენი, რომელსაც ფულადი სახსრები გადაჰქონდა, ქალაქ ტარჰუნას სტადიონზე დაშვებისას ჩამოვარდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე 40 მილიონი დინარი (8,8 მილიონი დოლარი) გადაჰქონდათ.

ლიბიის მთავრობამ თანხის არსებობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფა უამინდობის გამო მოხდა.

ფოტო: www.haberler.com.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system