თავში

ლიბიაში ნავთობის მოპოვება და ექსპორტი განახლდება

ლიბიაში ნავთობის მოპოვება და ექსპორტი განახლდება
ლიბიაში ნავთობის მოპოვება და ექსპორტი განახლდება

ლიბიის ეროვნული არმიის ხელმძღვანელი ხალიფა ჰაფთარი ქვეყანაში ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის განახლებაზე თანახმაა. მედიის ინფორმაციით, ჰაფთარმა მისი მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვებისთვის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, რომ ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი მისი ოპონენტების მიერ ტერორისტების დაფინანსებისთვის არ იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, ჰაფთარმა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის მის ხელისუფლებასა და გაეროს მიერ აღიარებულ ხელისუფლებას შორის თანაბრად და სამართლიანად განაწილება მოითხოვა.

ტრიპოლიში მდებარე საერთაშორისოდ აღიარებული ეროვნული თანხმობის ხელისუფლების ხელმძღვანელმა ფაიეზ სარაჯმა განაცხადა, რომ თანამდებობას მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე დატოვებს.

ლიბია 2014 წლიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ კონკურენტ ბანაკებად არის დაყოფილი. აღმოსავლეთ ლიბიასა და სამხრეთის დიდ ნაწილს ჰაფტარის ლიბიის ეროვნული არმია აკონტროლებს. დასავლეთს კი გაერო-ს მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის ხელისუფლება ხელმძღვანელობს.

ლიბიის მასშტაბით ეკონომიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰაფტარმა ელექტროენერგიის შეწყვეტის და ქვეყნის ნავთობპროდუქტების ბლოკირების ბრძანება გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system