თავში

ლიბიაში თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში თურქეთი გენერალ ჰაფტარს დაუპირისპირდება

ლიბიაში თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში
ლიბიაში თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში თურქეთი გენერალ ჰაფტარს დაუპირისპირდება

თურქეთი უკან არ დაიხევს და გენერალ ჰალიფა ჰაფტარს „გაკვეთილს ჩაუტარებს“, თუ ის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ხელისუფლებასთან სამხედრო დაპირისპირებას განაგრძობს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, პუტჩისტი ჰაფტარი მოსკოვიდან გაიქცა და ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, ლიბიაში ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო და ხანგრძლივი კონფლიქტი დასრულებულიყო.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა სირიის კონფლიქტთან დაკავშირებითაც. ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის სირიის ხელისუფლება აიძულოს შეასრულოს შეთანხმება იდლიბში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომ იდლიბიდან 400 000 დევნილის თურქეთის საზღვარზე გადასვლა არ დაუშვას. ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში, საკუთარი პარტიის წინაშე გამოსვლისას ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system