თავში

ლიბიის კონფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

​ლიბიის კონფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ლიბიის კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ჟენევაში დღეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერს. დოკუმენტში დაფიქსირებულია ორივე მხარის თანხმობა ცეცხლის სამუდამოდ შეწყვეტის თობაზე. სამშვიდობო მოლაპარაკებები ჟენევაში 19 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა.

დოკუმენტს მხარეებთან ერთად ხელი ლიბიაში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, სტეფანი უილიამსმა მოაწერა. დიპლომატის განცხადებით, შეთანხმების ხელმოწერა "ლიბიის კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system