თავში

ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ღობის აღმართვა დაიწყო

​ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ღობის აღმართვა დაიწყო
ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ღობის აღმართვა დაიწყო

ბელარუსთან საზღვრის ლიეტუვის მხარეს ფიზიკური ბარიერის აღმართვა დაიწყო, რომელმაც ევროკავშირში უკანონო მიგრანტების ნაკადი უნდა შეაჩეროს. ინფორმაცია ლიეტუვის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპი 100 კმ-ის სიგრძეზე ფიზიკური ბარიერის აღმართვას ითვალისწინებს, რომლის სიმაღლე 4 მეტრი იქნება.

მეორე ეტაპზე, რომელიც მომავალი წლის სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, ბარიერი 400 კმ-ის სიგრძეზე განთავსდება.

ჯამში ლიეტუვის ხელისუფლებამ 508 კმ-იანი ბარიერის მშენებლობისთვის 152 მილიონი ევრო გამოყო.

შეგახსენებთ, რომ წელს ლიეტუვაში ბელარუსის საზღვრიდან 4.1 ათასზე მეტი მიგრანტი, ძირითადად ერაყიდან, შევიდა. ლიეტუვის ხელისუფლება არალეგალური მიგრაციის ნაკადებს ლუკაშენკოს რეჟიმის ჰიბრიდულ აგრესიას უკავშირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system