
ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ჰოლოკოსტის ფორუმს არ დაესწრება. ამის ნაცვლად ის 27 იანვარს პოლონეთს ეწვევა, სადაც ოსვენციმის ბანაკის გათავისუფლების 27 წლისთავს აღნიშნავენ.
ჯერჯერობით უცნობია, კონგრეტულად რა მიზეზით გააუქმა ლიეტუვის პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტი, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ აღნიშნულის მიზეზი პოლონეთის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის, მეორე მსოფლიო ომის საკითხზე არსებული დაპირისპირება გახდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმს პოლონეთის პრეზიდენტიც არ დაესწრება, რადგან მისი თქმით, „პუტინის ტყუილების მოსმენა არ სურს“.
30 დეკემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიც რუსეთის პრეზიდენტს სიცრუეში დაადანაშაულა. მორავეცკის ეს განცხადება ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩეხოსლოვაკიის გახლეჩაში მონაწილეობდა, საბჭოთა ჯარები კი პოლონეთში მას შემდეგ შევიდა, რაც პოლონეთის მთავრობამ საკუთარ ჯარზე კონტროლი დაკარგა.