თავში

ლიეტუვაში არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები დაწესდა

​ლიეტუვაში არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები დაწესდა
ლიეტუვაში არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები დაწესდა

ლიეტუვაში შეზღუდვები დაწესდა იმ პირთა მიმართ, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გაუვლია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ რეგულაციების მიზანი მოსახლეობის მოტივაციაა, რათა ადამიანები აიცრან.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, არავაქცინირებულები 13 სექტემბრიდან ვერ შევლენ მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ასევე არასასურსათო მაღაზიებში. მათ არ მოემსახურებიან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ისინი საზოგადოებრივ ღონისძიებებს ვერ დაესწრებიან. ასევე, დამსაქმებლის გადაწყვეტილებით, მათ, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ.

ივლისიდან ლიეტუვაში მოქმედებს სპეციალური პასპორტი, რომელიც გაიცემა ვაქცინირებულებზე, ასევე პირებზე, ვისაც გადატანილი COVID-19-ის შედეგად საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები გამოუმუშავდა. არავაქცინირებულებს ამ პასპორტის მიღება კორონავირუსზე ტესტის გავლის შემდეგ შეუძლია, რომელიც 22-დან 60 ევრომდე ღირს და 48 საათი განმავლობაში მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system