თავში

ლიეტუვაში მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისთვის გადაუხდიან

​ლიეტუვაში მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისთვის გადაუხდიან
ლიეტუვაში მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისთვის გადაუხდიან

ლიეტუვის ხელისუფლებამ ბელარუსის ტერიტორიის გავლით აზიიდან და აფრიკიდან შემოსულ უკანონო მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ თანხა შესთავაზა. ამის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი ბიუროს ხელმძღვანელმა, ეიტვიდას ბინგიალისმა რადიო LRT-ს ეთერში განაცხადა.

"კონკრეტული თანხა ჯერ განსაზღვრული არაა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს თანხა ნაღდი ფულის სახით არ გაიცემა", - განაცხადა მან.

მან განმარტა, რომ თანხა გამოყოფილია რეინტეგრაციის ხარჯების ასანაზღაურებლად იმ ქვეყანაში, საიდანაც მიგრანტი წამოვიდა.

"ეს, შესაძლოა, იყოს კომპენსაცია საცხოვრებლის ქირისთვის, პროფესიის სწავლებისთვის, ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეობის სფეროში ინიციატივის დასაწყებად", - განაცხადა მან.

როგორც წესი, ევროკავშირში გადასვლისთვის მიგრანტები უკანონო ტრაფიკის ორგანიზატორებს 10 ათას ევრომდე უხდიან. ამისთვის მათ ბინებისა და სახლების გაყიდვა უწევთ და სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილი აღარ აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system