თავში

ლიეტუვაში პოლიტიკოსს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 6 წელი მიესაჯა

​ლიეტუვაში პოლიტიკოსს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 6 წელი მიესაჯა
ლიეტუვაში პოლიტიკოსს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 6 წელი მიესაჯა
© BNS nuotr

ლიეტუვაში ყოფილ პოლიტიკოსი ალგირდასი პალეცკისი სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Delfi ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე პედიოდში ბრალდებული მოქმედებდა ჯგუფის შემადგენლობაში რუსეთის დაზვერვის თანამშრომელთან და რუსეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი ლიეტუვაში 1991 წლის 13 იანვრის მოვლენებში დამნაშავედ ცნეს.

ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ის აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც რუსეთის დაზვერვას აინტერესებდა.

ამასთან, 2012 წელს პალეცკისი გაასამართლეს იმის გამო, რომ ის ლიეტუვის რესპუბლიკის წინააღმდეგ სსრკ-ს აგრესიის ფაქტს უარყოფდა და აკნინებდა.

2008 წელს შექმნილი "სოციალისტური სახალხო ფრონტი" და მისი ყოფილი ხელმძღვანელი პალეცკისი არაერთხელ ფიგურირებდა ლიეტუვის დაზვერვის საჯარო ანგარიშებში, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system