თავში

ლიეტუვის სახელმწიფო დაწესებულებებში საბავშვო ოთახები გაჩნდება

​ლიეტუვის სახელმწიფო დაწესებულებებში საბავშვო ოთახები გაჩნდება
ლიეტუვის სახელმწიფო დაწესებულებებში საბავშვო ოთახები გაჩნდება

ლიეტუვის სეიმმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის თანახმად სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებებში ბავშვთა ოთახები შეიქმნება. ეს სახელმწიფო მოხელე მშობლებს სამსახურისა და ბავშვზე ზრუნვის შეთავსებას გაუადვილებს. ინფორმაციას LRT.

ინიციატივას მხარი 141 დეპუტატიდან 110-მა დაუჭირა. შემდგომში პროექტს კომიტეტებში განიხილავენ.

იდეის ავტორი სეიმის სპიკერი ვიქტორია ჩმილიტე-ნელსენია.

”ასეთ ოთახებში მშობლებს ბავშვების დატოვება შეუძლიათ. პერიოდულად ერთმანეთს ამავე დაწესებულებაში მომუშავე მშობლები შეენაცვლებიან, ან რომელიმე კოლეგა. ეს ძალიან აქტუალურია, როდესაც ბავშვს უფრო გაკვეთილები ადრე უმთავრდება, ვიდრე მშობლის სამუშაო ცვლა", - განმარტა მან.

ინიციატივა ასეთი ოთახების შექმნას ყველა იმ დაწესებულებაში ითვალისწინებს, სადაც, სულ მცირე, 100 პოზიციაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system