თავში

ლიეტუვის სეიმმა კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი კვირით მუშაობა შეაჩერა

​ლიეტუვის სეიმმა კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი კვირით
ლიეტუვის სეიმმა კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი კვირით მუშაობა შეაჩერა

დეპუტატებს შორის კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ლიეტუვის სეიმმა მუშაობა, 3 დეკემბრამდე შეაჩერა. ამის შესახებ ქვეყნის სეიმის სპიკერმა ვიკტორია ჩმილიტე-ნილსენმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლებს შორის ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა, თუმცა ბევრ მათგანს იზოლაციაში გადასვლა მოუწია.

ამასთან, ლიეტუვის მოქმედი კანონმდებლობა სეიმის დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ვიკტორია ჩმილიტე-ნილსენის თქმით, დისტანციურად კენჭისყრის ლეგალიზებამდე პლენარული სხდომების დროს მხოლოდ აუცილებელი და გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტა მოხდება.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათს ლიეტუვის პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ინგრიდა შიმონიტეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system