თავში

ლიეჟში აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა

​ლიეჟში აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა
ლიეჟში აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Lа Libre Belgique ავრცელებს.

დაშავებულებს ადგილზე პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იმდენად ძლიერი იყო, რომ სამსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ იმყოფება, ის გონზეა. მაშველები მის ამოყვანას ცდილობენ.

მაშველები არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, უფრო მეტი ადამიანი იყოს.

მეზობელი სახლების მოსახლეობა ევაკუირებულია.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system