თავში

ლიფტის ჩავარდნის შედეგად 38 წლის ქალი გარდაიცვალა

ლიფტის ჩავარდნის შედეგად 38 წლის ქალი გარდაიცვალა
ლიფტის ჩავარდნის შედეგად 38 წლის ქალი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოსტონში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი ჩავარდა და 38 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ Mirror წერს.

მეზობლების თქმით, ქალი საცხოვრებელ კორპუსში ახალი გადასული იყო. ერთ-ერთმა მეზობელმა დაინახა, როგორ შევიდა ქალი ლიფტში და მალევე მან განწირული კივილი გაიგო. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ლიფტში გარდაცვლილი ქალი დახვდა.

შემზარავი ტრაგედიის შემსწრე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ბინის მეპატრონე აცხადებს, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი შემოწმებულია და მას არანაირი პრობლემა არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system