თავში

ლიხტენშტაინის პრინცი გიგანტური დათვის მკვლელობაში დაადანაშაულეს

ლიხტენშტაინის პრინცი გიგანტური დათვის მკვლელობაში დაადანაშაულეს
ლიხტენშტაინის პრინცი გიგანტური დათვის მკვლელობაში დაადანაშაულეს
© euronews.com

ლიხტენშტაინის სამთავროს მმართველი დინასტიის პრინცი ემანუელი ორმა გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ნადირობის დროს რუმინეთში ყველაზე დიდი დათვის მკვლელობაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

რუმინეთის არასამთავრობო ორგანიზაცია Agent Green-ისა და ავსტრიული VGT-ის თანახმად, მარტში, რიგერსბურგში, ავსტრიაში მცხოვრებმა პრინცმა ოფიციალური ნებართვა მიიღო რუმინეთის გარემოს დაცვის სამინისტროდან დათვზე ნადირობისთვის. ამან კი ფერმერებს ზიანი მიაყენა. პრინცს ნადირობის ნებართვა 12 დან 16 მარტამდე ჰქონდა, რაშიც მან 7 ათასი ევრო გადაიხადა.

აქტივისტების თქმით, ემანუელმა რიგით დათვზე ნადირობის ნაცვლად ესროლა 17 წლის მურა დათვს, სახელად არტურს, რომელიც დაცარიელებულ დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა და რამდენიმე წლის განმავლობაში გარემოს დამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. აქტივისტებმა ის ევროკავშირში ერთ-ერთ გიგანტურ დათვად დაასახელეს.

რუმინეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system