თავში

"Lionsgate" ახალი ფილმის, “ხერხი: სპირალის” თრეილერს ავრცელებს

"Lionsgate" ახალი ფილმის, “ხერხი: სპირალის” თრეილერს ავრცელებს
Lionsgate ახალი ფილმის, “ხერხი: სპირალის” თრეილერს ავრცელებს

სტუდიამ "Lionsgate" ახალი ფილმის, “Saw: Spiral-ის” თრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც  პოპულარული საშინელებათა ფილმების "ხერხის" სერიის ისტორიის გაგრძელება იქნება. ახალი ფილმის რეჟისორი დარენ ლინ ბოუსმანია, რომელიც ფილმის წინა ნაწილებზეც მუშაობდა. 

ფილმში ყურადღება გამახვილებულია კრის როკის პერსონაჟზე - დეტექტივზე, რომელიც ამ აურაცხელი რაოდენობის მკვლელობების გამოძიებას ცდილობს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან სამუელ ელ ჯექსონი, მაქს მინგელა, რომელიც ცნობილია სერიალიდან "მხევლის წიგნი" და ზოი პალმერი. 

ფილმის პრემიერა 14 მაისს იგეგმება. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system