
2020 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ამერიკელ მწერალს ლუიზა გლუკს მიანიჭეს ”მისი უტყუარი პოეტური ხმისთვის, რომელიც თავისი ასკეტური სილამაზით ინდივიდუალურ არსებობს უნივერსალურს ხდის".
BREAKING NEWS:
— The Nobel Prize (@NobelPrize) October 8, 2020
The 2020 Nobel Prize in Literature is awarded to the American poet Louise Glück âfor her unmistakable poetic voice that with austere beauty makes individual existence universal.â#NobelPrize pic.twitter.com/Wbgz5Gkv8C
ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია 10 დეკემბერს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა პრემიის დამაარსებელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მრეწველი ალფრედ ბ. ნობელი. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.
ამასთან, კორონავირუსის გამო, ნობელის ბანკეტი წელს აღარ გაიმართება. ღონისძიება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზატორების თქმით, პანდემიის გამო ისინი ყველაზე პრესტიჟული პრემიის ლაურეატებს შვედეთში აღარ დაპატიჟებენ.
2020 წელს ნობელის პრემიების ფულადი ჯილდო გაიზარდა და 10 მილიონ შვედური კრონა (1 მილიონ დოლარამდე) შეადგინა.