თავში

ლიტვაში COVID-19-ის საწინააღმდეგო წამალი შექმნეს

ლიტვაში COVID-19-ის საწინააღმდეგო წამალი შექმნეს
ლიტვაში COVID-19-ის საწინააღმდეგო წამალი შექმნეს
© baltictimes.com

ლიტვურმა კომპანიამ Northway Biotech-მა, რომელიც ვილნიუსში მდებარეობს, განაცხადა, რომ მან შვეიცარიელ კოლეგებთან თანამშრომლობით შექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ The Baltic Times ავრცელებს.

"ჩვენ შვეიცარიელებს კლინიკური კვლევებისთვის წამლები მივეცით. კითხვაზე იმის შესახებ, შეიქმნა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლები ლიტვაში, შემიძლია ვთქვა, რომ დიახ და ახლა მისი კლინიკური კვლევები მიმდინარეობს", - განაცხადა Northway Biotech- ის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, წელს პრეპარატის ეფექტურობა დამტკიცდება. მან დაამატა, რომ კომპანია კიდევ ერთი COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნას იწყებს.

Northway Biotech-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ლიტვის ლაბორატორიებში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლები, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი გახდეს.

"ამჟამად კორონავირუსის სამკურნალო საშუალება არ არის. ის, რასაც ჩვენ ვქმნით მსოფლიოში უნდა გამოჩნდეს, რადგან ყველა ადამიანს არ სურს ვაქცინაცია და ინფიცირების შემთხვევაში რაიმე სამკურნალო პრეპარატი უნდა არსებობდეს", - განაცხადა კომპანიის მენეჯერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system