თავში

ლივ შრაიბერი ერნესტ ჰემინგუეის რომანზე დაფუძნებულ ფილმში ითამაშებს

ლივ შრაიბერი ერნესტ ჰემინგუეის რომანზე დაფუძნებულ ფილმში ითამაშებს
ლივ შრაიბერი ერნესტ ჰემინგუეის რომანზე დაფუძნებულ ფილმში ითამაშებს

ამერიკელი მსახიობი, სერიალ "რეი დონოვანის" ვარსკვლავი ლივ შრაიბერი ერნესტ ჰემინგუეის რომანზე დაფუძნებულ ფილმში მონაწილეობას მიიღებს. პროექტს სტუდია Spotlight უხელმძღვანელებს.

ნაწარმოების "მდინარის იქით ხეების ჩრდილში" მრავალი მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხდება. მთავარი გმირი პოლკოვნიკი რიჩარდ კენტუელია, რომელიც ვენეციაში ჩადის. ეს ქალაქია, რომელსაც ის ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს იცავდა. იქ მას მისი საყვარელი ქალი, არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი ელოდება. კენტუელმა იცის, რომ ეს მისი უკანასკნელი ვიზიტი იქნება, რადგან მას გულის ორი შეტევა უკვე გადაიტანა და მესამეს ვეღარ გაუძლებს.

ჰემინგუესი რომანის მიხედვით ფილმის გადაღებები 2020 წლის ოქტომბერში ვენეციაში დაიწყება, სადაც კორონავირუსის პანდემიიის გამო ჯერ კიდევ უამრავი შეზღუდვა მოქმედებს. 

იტალიის მთავრობის განცხადებით, ფილმს ფინანსური კუთხით გარკვეული შეღავათები ექნება. ფილმი ვირტუალურად საერთაშორისო კინოფესტივალზე "TIFF 2020" იქნება წარდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system