თავში

ლიზ ჩეინიმ, რომელიც ტრამპს აკრიტიკებდა, პარტიაში თანამდებობა დაკარგა

​ლიზ ჩეინიმ, რომელიც ტრამპს აკრიტიკებდა, პარტიაში თანამდებობა დაკარგა
ლიზ ჩეინიმ, რომელიც ტრამპს აკრიტიკებდა, პარტიაში თანამდებობა დაკარგა
© Evelyn Hockstein/AP

რესპუბლიკელებმა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში მხარი დაუჭირეს ლიზ ჩეინის პარტიის კონგრესმენების კონფედერაციის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

ლიზ ჩეინი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა. განსაკუთრებით იმ განცხადებების გამო, რომელშიც ტრამპი არჩევნების "გაყალბებაზე" საუბრობდა. 13 იანვარს მან 10-მდე თანაპარტიელთან ერთად ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წევრები მისი გადაყენების ინიციატივით გამოვიდნენ.

ამასთან, ანალოგიური მცდელობა პარტიაში თებერვალშიც იყო. მაშინ ჩეინის გადაყენებას კანონმდებელთა უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system