თავში

ლოქდაუნის მოწინააღმდეგემ ჩეხეთის პრემიერის მოკვლა სცადა

​ლოქდაუნის მოწინააღმდეგემ ჩეხეთის პრემიერის მოკვლა სცადა
ლოქდაუნის მოწინააღმდეგემ ჩეხეთის პრემიერის მოკვლა სცადა

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მისი მოკვლა სცადეს.

"Facebook-ში" ბაბიშმა დაწერა, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სოციალური შეზღუდვების გამკაცრებისა და საგანგებო რეჟიმის შემოღების გამო, მას ემუქრებიან.

ბაბიშის განცხადებით, ერთი დღის წინ მთავრობის შენობაშიი მთავრობის შენობასთან ხანჯლითა და პისტოლეტით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. პოლიციამ ის შესასვლელთან დააკავა და გაანეიტრალა.

ჩეხური გამოცემა Aktualne-ს ცნობით, პრაღის პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო და დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი.

ცნობისთვის, 26 ნოემბერს ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო, ჩეხეთში 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, ბარები და რესტორნები 22:00 საათზე დაიხურება, აიკრძალება საშობაო ბაზრობები. ამასთან, მასობრივ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 1 000-მდე შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system