თავში

ლომებმა 21 წლის მომვლელი გოგო დაგლიჯეს

ლომებმა 21 წლის მომვლელი გოგო დაგლიჯეს
ლომებმა 21 წლის მომვლელი გოგო დაგლიჯეს

სამხრეთ აფრიკის პროვინცია ლიმპოპოს დაცულ ტერიტორიაზე ლომებმა 21 წლის გოგო დაგლიჯეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული აქ ცხოვრობდა და მუშაობდა. 

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის კოლონელ მოაშე ნოეპეს თქმით, სამაშველო სამსახურმა ქალი მრავლობითი ჭრილობებით ლომების ვოლიერის მიღმა იპოვეს. მისი განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და დამატებითი ინფორმაციის გავრცელების საშუალება არ აქვს. 

სამხრეთ აფრიკაში, დაცული ტერიტორიების ფარგლებში 8 000-მდე ლომია მოთავსებული. მათ სპეციალისტები მეთვალყურეობენ და ბრაკონიერებისგან იცავენ. შედარებისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ველურ ბუნებაში სულ 3 000-მდე ლომი აღირიცხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system