თავში

ლონდონი ბელარუსში რამდენიმე პირს სანქციებს დაუწესებს

​ლონდონი ბელარუსში რამდენიმე პირს სანქციებს დაუწესებს
ლონდონი ბელარუსში რამდენიმე პირს სანქციებს დაუწესებს

დიდი ბრიტანეთი მაგნიტსკის კანონის ფარგლებში ბელარუსში რამდენიმე პირისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

მედიის ცნობით, პარლამენტში გამოსვლისას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ მან უკვე დაავალა შესაბამის სასანქციო განყოფილებას, შეიმუშავოს შემზღუდავი ზომები იმ პირების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაზე აგებს პასუხს.

"ჩვენ სასანქციო სიების შექმნისთვის აშშ-სთან და კანადასთან კოორდინაციას ვახორციელებთ", - განაცხადა რააბმა.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ.

ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ ცნობს.

ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტატები.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტის მოულოდნელი ინაუგურაცია მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში 23 სექტემბერს გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system