
ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი ოსლოს აეროპორტში ცოტა ხნის წინ მშვიდობით დაეშვა. ფრენის მომენტში კომპანიამ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო. სამართალდამცავების განცხადებით, ამ დროისთვის ყველა მგზავრი უსაფრთხოდ ევაკუირებულია, თუმცა ინციდენტი ამოწურული არ არის. აეროპორტში პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული.
ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი რეისს ლონდონის სტანსტედის აეროპორტიდან ოსლოში ასრულებდა.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი