თავში

ლონდონი, პარიზის მუქარის პასუხად, ლა-მანშის სრუტეში 2 გემს გაგზავნის

​ლონდონი, პარიზის მუქარის პასუხად, ლა-მანშის სრუტეში 2 გემს გაგზავნის
ლონდონი, პარიზის მუქარის პასუხად, ლა-მანშის სრუტეში 2 გემს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთი საფრანგეთის მუქარის შემდეგ ლა-მანშის სრუტეში კუნძულ ჯერსისთან ორ საპატრულო გემს გაგზავნის. ეს გადაწყვეტილება ლონდონმა მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთი გაერთიანებული სამეფოს კუთვნილ კუნძულს ელექტრომომარაგების შეწყვეტით დაემუქრა. პარიზმა ამ გზით ბრექსითის შემდეგ თევზჭერის პირობებში შესული ცვლილებები გააპროტესტა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა საფრანგეთის მხრიდან კუნძულ ჯერსის ნებისმიერი სახით ბლოკადა დაუშვებელ ქმედებად შეაფასა და დაძაბულობის დეესკალაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ყველანაირი ფორმალური პროცესი დასრულებულია. 2021 წლის 1 იანვარს ბრექსითის 11 თვიანი გარდამავალი პერიოდი დასრულდა. პირველი მაისიდან კი ლონდონსა და ბრიუსელს შორის ორმხრივი ურთიერთობის ხელშეკრულება ამოქმედდა.

5 მაისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ლონდონი ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის შექმნის შესახებ განაცხადეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system